ბავშვთა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის (PICU) განყოფილების უფროსი მედდა ⭐ VIP
დასრულდება: 2026-10-16
ჩვენს შესახებ:
ფუნქცია-მოვალეობები:
• კლინიკის მასშტაბით, სათავო ოფისის მიერ მოწოდებული საექთნო პროტოკოლების, პოლისებისა და წესების შესრულების მონიტორინგი;
• ინფექციის კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესრულების პროცესის მართვა/მონიტორინგი;
• სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, სტერილიზაციის, დეკონტამინაციის, დეზინფექციისა და ნარჩენების გატანის პროცესების მართვა;
• სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და მონაცემების პორტალზე ატვირთვა;
• ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამის აუთსორსინგულ კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
• კლინიკაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
• სამედიცინო აპარატურის მოთხოვნის ინიცირება (ახლის საჭიროების ან არსებულის დახარვეზების შემთხვევაში) უშუალო ხელმძღვანელთან;
• ახალი თანამშრომლის სწავლება, სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში დახმარება;
• დაქვემდებარებული თანამშრომლის გამოსაცდელი ვადის შეფასების პროცესში რეკომენდაციის მიწოდება კლინიკის მთავარი მენეჯერისა და სათავო ოფისისთვის;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებასა და მოტივირებაზე მუდმივი ზრუნვა;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, კომპანიის შინაგანაწესის-კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
• პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, ცვლილებების ინიცირება/პროცესის შესაბამისად გამართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
• სამუშაოს შესრულებისას მედ პერსონალის უნიფორმის ტარება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• აუცილებელია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უფროს მედდის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
უნარ-ჩვევები
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
სამუშაო გრაფიკი
სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
⬅ უკან დაბრუნება