მთავარი შექმენი CV სერვისები

რადიოლოგი ⭐ VIP

ჯეო ჰოსპიტალსი • მედიცინა • მცხეთა
გამოქვეყნდა: 2026-10-02

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა: 2026-10-02
დასრულდება: 2026-11-02

ჩვენს შესახებ:

ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში. ,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ. თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული. თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn

ფუნქცია-მოვალეობები:

**კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით;

** ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით;

** გამოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და პაციენტისთვის გაცნობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;

**პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი, მუცლის და რეტროპერიტონიალური სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები);

** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.


უნარ-ჩვევები

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პაციენტებთან სწორი და გამართული კომუნიკაციის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო გრაფიკი

16 საათიანი მორიგეობა.


⬅ უკან დაბრუნება :