მთავარი შექმენი CV სერვისები

რეანიმაცია -ანესთეზიის უფროსი მედდა

სს საქართველოს კლინიკები • მედიცინა • ფოთი
გამოქვეყნდა: 2026-09-23

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა:
დასრულდება:

ჩვენს შესახებ:

“საქართველოს კლინიკები“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. “საქართველოს კლინიკები“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. სამედიცინო დაწესებულების მასშტაბით, სათავო ოფისის მიერ მოწოდებული საექთნო პროტოკოლების, პოლისებისა და წესების შესრულების მონიტორინგი;
2. ინფექციის კონტროლისა და ეპიდზედამხედველობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესრულების პროცესის მართვა/მონიტორინგი;
3. სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, სტერილიზაციის, დეკონტამინაციის, დეზინფექციისა და ნარჩენების გატანის პროცესების მართვა;
4. სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და მონაცემების პორტალზე ატვირთვა;
5. ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამის გარე კომპანიასთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
6. სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
7. სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ყოველდღიური შემოწმება, წინასწარ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხარჯვისა და გადაბარების კონტროლი;
8. პაციენტებისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა და მენეჯერის დასტურის საფუძველზე, დახურვა;
9. ექთნების მიერ სამედიცინო მანიპულაციების შესრულების მონიტორინგი;
10. დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებული უკმაყოფილო პაციენტების საკითხების განხილვაში მონაწილეობა;
11. კაბინეტების შემოვლა/კონტროლი;
12. ექთნების მიერ, გახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების პროგრამულად დაფიქსირების პროცესის მონიტორინგი;
13. ცვლის გადაბარების პროცესის მონიტორინგი, მედიკამენტების ხარჯისა და ნაშთის დათვლა/მითვლის პროცესის მონიტორინგი;
14. პოსტებზე საჭირო რაოდენობის სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მოთხოვნა და განთავსების უზრუნველყოფა;
15. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული მანიპულაციების (მაგალითად, სკრინინგ პროგრამების, ვაქცინაციის, კოვიდ ტესტების, ანტენატალური პროგრამის) შესახებ, პორტალიდან ინფორმაციის ამოღება, წარდგენად მომზადება და შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება;
16. დაქვემდებარებული თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკების შედგენა, განყოფილებების მედდების მორიგეობის გრაფიკების ცოდნა და ინფორმაციის პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
17. დაქვემდებარებული თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა;
18. დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების დადასტურება, სპეციალური ფორმის უშუალო ხელმძღვანელის მიერ დადასტურება და პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
19. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დაქვემდებარებული თანამშრომლების რესურსების ოპტიმალურად გადანაწილება/ჩანაცვლება;
20. თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
21. ახალი თანამშრომლის სწავლება, სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში დახმარება;
22. დაქვემდებარებული თანამშრომლის გამოსაცდელი ვადის შეფასების პროცესში რეკომენდაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მედდის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
• სასურველია უფროსი მედდის ან/და მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• საექთნო მანიპულაციების გაკეთების უნარი;
• საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
• სამედიცინო ბაზისური ტერმინოლოგიის, სპეციალობების ცოდნა;


სამუშაო გრაფიკი

ორშაბათი-პარასკევი 8 საათიანი განაკვეთი;


⬅ უკან დაბრუნება :