საკასო ცენტრის უფროსი მოლარე
დასრულდება: 2026-11-18
ჩვენს შესახებ:
ფუნქცია-მოვალეობები:
პოზიცია: საკასო ცენტრის უფროსი მოლარე
ექვემდებარება: ცენტრალური საცავის მენეჯერს
სამუშაო ადგილი: სათაო
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი:
საკასო ცენტრის უფროსი მოლარე პასუხისმგებელია სალაროს კვანძში/საცავში რიცხული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების შენახვა,მიღება,გაცემ,გადათვლა,ფორმირებაზე და სებ-ის სალაროს ოპერაციების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულებაძე. უნაღდო ოპერაციებსა და საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს
მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით
დადასტურება;
ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული
უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით
დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც
მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
საკასო ცენტრის უფროს მოლარეს, ეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონის საკასო ცენტრის
საცავში/სალაროს კვანძში არსებულ და ანგარიშებზე რიცხულ ფასეულობაზე საბალანსო
(ნაღდი ფული) და გარესაბალანსო ანგარიში.გამონაკლისის შემთხვევაში (მოლარის
შვებულება, ბიულეტენი, საპატიო მიზეზი/ოჯახური მდგომარეობა) აქვს ვალდებულება
მოემსახუროს კლიენტს;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 იანვარი №1/04 ბრძანების
საფუძველზე დამტკიცებული - ‘’კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა
ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესით’’ გავალისწინებული
მოთხოვნების შესრულება;
კრედო ბანკის სალაროს ოპერაციების წარმოების შიდა წესით გათვალისწინებული
მოთხოვნების შესრულება;
რეგიონის საინკასაციო თანხების კონტროლი, თანხების მიღება/გაცემა;
ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატ(ებ)ის ინკასაცია;
ნაღდ ფულთან მომუშავე პოზიციის თანამშრომლებისთვის თანხის გადაცემა ლიმიტის
ფარგლებში, სამუშაო დღის ბოლოს ნაღდ ფულთან მომუშავე პოზიციის
თანამშრომლებისგან საბოლოო ნაშთის მიღება და გადათვლა;
საბოლოო ნაშთის გამოყვანა და პროგრამუად ასახვა;
დღიური საბუთების მოწესრიგება და სხვა პროცედურით გაწერილი სამუშაოები.
საკასო ცენტრში რიცხული თანხის (ეროვნული და უცხოური ვალუტა)
გადათვლა/გადამოწმება/დახარისხება/ფორმირება/შეფუთვა საემისიო წლებისა და
მოძველების კატეგორიის მიხედვით;
საკასო ცენტრში მიღებული/გაცემული ეროვნული და უცხოური ვალუტის/მონეტების
ვარგისობის და ნამდვილობის დადგენა;
საკასო ცენტრისა და საცავის გასაღებებზე პასუხისმგებლობა
საეჭვო ფულის ნიშნების/მონეტების ამოღება ბრუნვიდან სებ-ის წესების გათვალისწინებით,
შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
ცენტრში არსებული უზუსტობების კონტროლი;
მკაცრი აღრიცხვის ფორმების და დასალუქი საშუალებების და სხვა ფასეულობების
აღრიცხვა პროგრამულად კონტროლი;
ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი
საშუალებების აღრიცხვა და შენახვა;
საკასო ცენტრში რიცხული საბოლოო ნაშთის გამოყვანა. პროგრამულად, სალაროს
მოდულში ოპერაციების კონტროლი და აღრიცხვა;
ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება და შენახვა საცავში;
სიგნალიზაცია, დაცვის სისტემების კონტროლი;
საკასო ცენტრის სიგნალიზაციაზე აყვანა, ჩაბარება დაცვის პოლიციის სამსახურზე.
განგაშის შემთხვევაში ადგილზე გამოცხადება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით ან სხვა მსგავს სფეროში (ეკონომიკური ან
ტექნიკური განათლება);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა:
კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
https://www.app.helio-ai.com/apply/j71g0z52owhl65bk?src=123
⬅ უკან დაბრუნება :