სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.
ჯეო ჰოსპიტალსი • მედიცინა • თბილისი
გამოქვეყნდა: 2026-10-02
სრული განაკვეთი
ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა: 2026-10-02
დასრულდება: 2026-11-02
ჩვენს შესახებ:
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო აპარატებისა თუ დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური შესწავლა;
** სამედიცინო დაწესებულებებთან (შიდა ქსელი) კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციის პირობებზე;
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება;
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან პირდაპირი პროფესიული კომუნიკაცია;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
⬅ უკან დაბრუნება
: