მთავარი შექმენი CV სერვისები

სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება

კრედო ბანკი • საბანკო - საფინანსო • ხაშური
გამოქვეყნდა: 2026-10-18

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა: 2026-10-18
დასრულდება: 2026-11-18

ჩვენს შესახებ:

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

ფუნქცია-მოვალეობები:

პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა;

თეორიული ტრენინგი-1 თვე;

პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე;

პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:

ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

სასურველია უმაღლესი განათლება;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის
გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი;
დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
https://www.app.helio-ai.com/apply/xn5c5m0getsc6b4h?src=%E1%83%9D%E1%83%99


⬅ უკან დაბრუნება :