მთავარი შექმენი CV სერვისები

უმცროსი ელექტრო ინჟინერი ⭐ VIP

შპს. სთათიქ ლინკ • სამშენებლო • თბილისი
გამოქვეყნდა: 2026-07-03

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ₾ 1500.00 – 2000.00
გამოცხადდა: 2026-07-03
დასრულდება: 2026-08-03

ჩვენს შესახებ:

"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2022 წელს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სრული MEP მომსახურების ციკლს — საპროექტო, საშემსრულებლო და შემდგომი სერვისების მიმართულებით. ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.

*ელექტრო განაწილების დაფების სქემატური და ვიზუალური პროექტირება
*ელექტრო ინსტალაციისთვის საჭირო მასალების სიის მომზადება და შესყიდვების მართვის მხარდაჭერა
*ელექტრო სისტემების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მონიტორინგი
*არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება ელექტრო სისტემებთან
*ელექტრო გაყვანილობისა და უსაფრთხოების სისტემების საპროექტო ნახაზების მომზადება
*მოწყობილობების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და წესების დაცვა
*მოხმარებელთან ერთად დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება და კოორდინაცია
*პროექტის ბიუჯეტისა და კალენდარული გეგმის მომზადება
*ობიექტზე ვიზიტი, არსებული პირობების შეფასება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება
*ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესწავლა/დანერგვა
*ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

*სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
*სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
*AutoCAD-ის ცოდნა (Eplan-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
*მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა


უნარ-ჩვევები

*პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
*დეტალებზე ორიენტირებულობა
*გუნდურად მუშაობის უნარი


🕒 სამუშაო გრაფიკი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების ქ.1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00- 18:00


სამუშაო პირობები

ანაზღაურება: 1500 ლარიდან-2000 ლარამდე (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)


ბენეფიტები

*ჯანმრთელობის დაზღვევა
*კარიერული განვითარების შესაძლებლობა
*პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
*სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
*Fitpass


⬅ უკან დაბრუნება