მთავარი შექმენი CV სერვისები

ხარისხის მენეჯერის ⭐ VIP

ჯეო ჰოსპიტალსი • მედიცინა • ვანი
გამოქვეყნდა: 2026-10-02

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა: 2026-10-02
დასრულდება: 2026-11-02

ჩვენს შესახებ:

ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში. ,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ. თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული. თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის/გაუმჯობესების შიდა პროგრამის მომზადება, დანერგვა და მართვა;

** სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების, მ.შ., სიკვდილობა, ნოზოკომიური ინფექციები, პაციენტის კმაყოფილება, პერსონალის კმაყოფილება და სხვ. დანერგვა, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;

** კლინიკური აუდიტის სისტემის მართვა, დანიშნულებების კონტროლი და პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირება;

** სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების ზედამხედველობა

** აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართულობა, მონიტორინგი, შიდა და გარე შეფასებებსა და გაუმჯობესების ციკლებში მონაწილეობა;

** გეგმური ანგარიშების მომზადება და სათავო ოფისისთვის მიწოდება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** დიპლომირებული მედიკოსი და/ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი (ან მათთან გათანაბრებული კვალიფიკაცია);

** ჯანდაცვის სექტორში (მ.შ. სამედიცინო და კონსალტინგური დაწესებულებები, სახელმწიფო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

** სასურველია ტრენინგი/გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.


უნარ-ჩვევები

* მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;

** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


სამუშაო გრაფიკი

სრული, კვირაში 40 საათი.


⬅ უკან დაბრუნება :