მთავარი შექმენი CV სერვისები

Corporate Sales Agent ⭐ VIP

leadpipe • ინფორმაციული ტექნოლოგიები • თბილისი
გამოქვეყნდა: 2026-10-27

🤖 AI გასაუბრება

სრული განაკვეთი ხელფასი შეთანხმებით
გამოცხადდა: 2026-10-27
დასრულდება: 2026-11-27

ჩვენს შესახებ:

Leadpipe.com არის ბიზნესებისთვის განკუთვნილი პლატფორმა, რომელიც ეხმარება კომპანიებს: - ვებსაიტის ვიზიტორების ამოცნობაში — ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ვინ სტუმრობს მათ საიტს. - პოტენციური კლიენტების მოძიებაში — იმ ადამიანებისა და კომპანიების აღმოჩენაში, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ან მომსახურებით ინტერესდებიან. - გაყიდვების გაუმჯობესებაში — მონაცემების CRM-სა და სხვა ბიზნესსისტემებში გადატანით.

ფუნქცია-მოვალეობები:

პოტენციურ კლიენტებთან ინგლისურ ენაზე სატელეფონო კომუნიკაცია;

კომპანიის პროდუქტის მოკლე წარდგენა;

დაინტერესებული პოტენციური კლიენტების პროდუქტის დემონსტრაციაზე (Demo) მოწვევა;

პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ინგლისური ენის კარგი სასაუბრო ცოდნა;

გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

მოტივაცია და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

პირველი 3 დღე — საცდელი პერიოდი;

საცდელი პერიოდის შემდეგ — 1,500 ლარი თვეში, პირველი დემოს ჩატარებამდე;

პირველი დემოს ჩატარების შემდეგ — 2,000–3,000 ლარი თვეში და დამატებითი ბონუსები.

სამუშაო ადგილი:

თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N53ა.

დაინტერესების შემთხვევაში:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამუაგზავნოთ რეზიუმე ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
shoto@leadpipe.com


⬅ უკან დაბრუნება :