Software Developer Intern.
დასრულდება: 2026-11-02
ჩვენს შესახებ:
ფუნქცია-მოვალეობები:
რას აითვისებთ/შეასრულებთ სტაჟირების განმავლობაში
სტაჟირების პერიოდში მენტორის მხარდაჭერით ჩაერთვებით რეალურ სამუშაო პროცესში და მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგ მიმართულებებში:
** React და React Native აპლიკაციების განვითარება;
** JavaScrip/TypeScript-ის სხვადსხვა ბიბლიოთეკისა და ტექნოლოგიის გამოყენება;
** Backend სერვისების შექმნასა და მხარდაჭერაში მონაწილეობა;
** ახალი ფუნქციონალის შემუშავება და არსებული ფუნქციონალის გაუმჯობესება;
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და Error Message-ის ანალიზი;
** დეველოპერულ და QA გუნდებთან თანამშრომლობა;
** Git-ის გამოყენება და გუნდური დეველოპმენტის პროცესში მონაწილეობა;
** თანამედროვე AI ხელსაწყოების გამოყენება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში.
ვის ვეძებთ, რა მოთხოვნები გვაქვს
** სასურველია, JavaScript-ის ფუნდამენტური ცოდნა - ცვლადები, ფუქნციები, მასივები, ობიექტები;
** HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა და Responsive Design-ის ზოგადი გაგება;
** API-ისა და JSON-ის ცოდნა;
** მინიმუმ ერთი საკუთარი, სასწავლო ან პირადი პროექტი, რომლის განხილვაც გასაუბრების დროს იქნება შესაძლებელი;
** ტექნიკური პრობლემის ანალიზისა და შესაბამისი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი.
პროფესიული გამოცდილება არ არის სავალდებულო - ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული ცოდნის დონე, პრაქტიკული ინტერესები და განვითარების სურვილი.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
** სწავლის და განვითარების მოტივაცია;
** პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის სურვილი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** უკუკავშირის მიღებისა და გათვალისწინების მზაობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესი.
რას გთავაზობთ
** 3 თვიან სტაჟირებას რეალურ სამუშაო გარემოში;
** IT გუნდის მუდმივ მხარდაჭერას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას ჰოსპიტალურ სექტორში;
** რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** გამოცდილი დეველოპერის მენტორობას და მხარდაჭერას;
** პროფესიული უნარების პრაქტიკაში განვითარების შესაძლებლობას;
** Claude-სა და Codex-ის სამუშაო გამოწერებს;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდურ გარემოს;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
⬅ უკან დაბრუნება :